მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად მიმართავს ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო დონორებისგან მიღებულ ფინანსებს? - მინისტრის პასუხი BM.GE-ს

5f50a4ba923f9
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.20 12:11
555
"ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან კონკრეტული სტრატეგია, რომლის პრეზენტაცია მოხდება უახლოეს პერიოდში, სადაც დეტალურად არის გაწერილი როგორი სტრატეგია იქნა დასახული და სად მიიმართება ის გამოყოფილი სახსრები, რომლებიც ჩვენმა დონორმა ორგანიზაციებმა და ბანკებმა ჩვენთვის გამოყვეს, - ასე უპასუხა BM.GE-ის კითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც დონორი ოგრანიზაციებიდან ფინანსური დახმარების მიზნობრიობას შეეხებოდა.

მინისტრმა მოკლედ განმარტა, რაზე დაიხარჯება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან მიღებული თანხები:

„სტრატეგია მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენ და გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა იყოს შეძენილი საკმარისი რაოდენობის გარკვეული რაოდენობის PCR ტესტირების, ასევე სწრაფი ტესტირების და პირადი დაცვის საშუალებები; ინფრასტრუქტურაზე არის გამოყოფილი კონკრეტული თანხები; მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი ყველა იმ საჭირო სასუნთქ აპარატზე და მათ მოცულობაზე, რომელიც ერთობლივად განისაზღვრა მსოფლიო ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად უწევს მონიტორინგს და ასევე ჩართულია მსოფლიო ბანკის სპეციალური მექანიზმი, რისი საშუალებითაც საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სმანისტრო აწარმოებს შესყიდვებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.