მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად როგორ დაეხმარნენ პანდემიის დროს ბიზნესს? - საქართველო და სხვა ქვეყნები

61ded0b9ac1d5
ელენე გოგბერაშვილი
13.01.22 09:00
854
პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ 2020 წლის თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია მათ შორის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებიდან გამომდინარე იმ მხარდამჭერ პროგრამებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მეწარმეობის ხელშესაწყობად აამოქმედა.

დოკუმენტი გვთავაზობს ასევე სხვადასხვა ქვეყნის მიერ ბიზნესის, თუ მოქალაქეთა მხარდასაჭერად განხორციელებულ ღონისძიებებს.

                                                            საქართველო

გაფართოვდა წარმოების და სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით არსებული პროცენტის სუბსიდირების სქემა;

კერძოდ, კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის ან სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემული ლიზინგის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა როგორც, ეროვნული ბანკის რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს დამატებული, შესაბამისად, 3% და 5%. ასევე, თანადაფინანსების პერიოდი გაიზარდა 24-დან 36 თვემდე. პროგრამის ფარგლებში დასაშვები სესხის ოდენობა და ლიზინგის საგნის ღირებულება კი გაიზარდა 5-დან 10 მლნ ლარამდე... ცვლილებამდე პერიოდში პროგრამის ფარგლებში სესხის 100-ვე პროცენტი მიმართული უნდა ყოფილიყო მხოლოდ კაპიტალური დანახარჯების გასაწევად.

ახალ პროექტებზე ხელშეკრულების ფარგლებში დამტკიცებული სესხის მოცულობა 266 მილიონი ლარია და ინვესტიცია 370 მილიონ ლარს აჭარბებს.

სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებით ახალ პროექტებზე ხელშეკრულების ფარგლებში დამტკიცებული სესხის მოცულობა 53.2 მილიონი ლარია და ინვესტიცია 131 მილიონ ლარს აჭარბებს.


შეიცვალა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დიზაინი;

კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით პროგრამის ფარგლებში მოხდა მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობების დამატება. ასევე, ამავე პერიოდში მოხდა სესხის მიზნობრიობის პროცენტული გადანაწილების ცვლილება და დაშვებულ იქნა სესხის სრული თანხის მიმართვა როგორც საბრუნავი საშუალებებისთვის ასევე კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ხელი მოეწერა 240 ხელშეკრულებას. აქედან 219 გაფორმდა ახალი, ხოლო 21 რესტრუქტურიზებული სესხის გარანტიისთვის. ჯამური სესხის მოცულობა შეადგენს 208.9 მილიონ ლარს აქედან, სააგენტოს მიერ გარანტირებულია 175.1 მილიონი ლარი, რაც მთლიანი სესხის მოცულობის 84%-ია.

გამოცხადდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა;

2020 წელს პროგრამაში ჩაერთო 6774 ბენეფიციარი, საიდანაც 1806-მა ისარგებლა სესხის გარანტიითაც. ჯამურმა სესხის მოცულობამ შეადგინა 641.7 მილიონი ლარი, რაც საშუალოდ 95 ათასი ლარია ბენეფიციარზე.

გამოცხადდა მიკრო და მცირე მეწარმეობის გრანტების კონკურსის ახალი ეტაპი გაზრდილი დაფინანსებითა და დაფარვით;

მიმდინარე წელს, მიკრო და მცირე გრანტების პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ბიზნესის ოპერირების ლოკაციები. გაიზარდა საგრანტო თანხების მაქსიმალური მოცულობა 20,000 ლარიდან 30,000 ლარამდე. შემცირდა პროგრამის ახალი ბენეფიციარებისთვის თანამონაწილეობის წილი 20%-დან 10%-მდე, ხოლო არსებული ბენეფიციარებისთვის 50%-დან 25%-მდე. ასევე, განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებულ პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი, და პროგრამა ამ ეტაპისთვის 300-ზე მეტი საქმიანობის მიმართულების დაფინანსებას მოიცავს.

განსაკუთრებულად დაზარალებული ბიზნეს სექტორების მხარდასაჭერად შემუშავდა დამატებითი ეფექტური მექანიზმები. კერძოდ, ტურიზმის, სარესტორნო ინდუსტრიის, ღონისძიების ორგანიზატორების მიმართულებებით.

პროგრამა „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ ამოქმედდა პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული, ტურიზმის სექტორის, მხარდაჭერის და გაჯანსაღების მიზნით. ის გულისხმობს სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსებას. აღნიშნული მიმართულებით თანადაფინანსება გაიცა 2,192 სესხზე, 45.7 მლნ ლარის ოდენობით. შეიქმნა პროგრამა სახელწოდებით „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“. ხდება სესხისა და სალიზინგო პროექტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება. აღნიშნულის ფარგლებში, 633 ბენეფიციარის სესხებზე გადაირიცხა 9.2 მლნ ლარი.

ასევე შეიქმნა პროგრამა ტურისტული სექტორის დახმარების მიზნით. პროგრამა გულისხმობს გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საზღაურის სუბსიდირებას. დახმარება გაეწია 33 კომპანიას 39 გარანტიაზე. ჯამში გადარიცხულია 243.6 ათასი ლარის ექვივალენტი.

ასევე შემუშავდა პროგრამა „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა", რომლის ფარგლებშიც 53 ბენეფიციარის 69 სესხზე გადაირიცხა 2.5 მლნ ლარი.

სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო 2021 წელს და 2021 წლის მაისის მდგომარეობით დაფინანსდა 61 ბენეფიციარის 72 სესხი 941 ათასი ლარით.

ექსპორტის წახალისება

ექსპორტის დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა ქართული კომპანიების ონლაინ ღონისძიებებში მონაწილეობას. 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ექსპორტის დეპარტამენტმა ხელი შეუწყო 43 ბენეფიციარის მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებსა და ონლაინ შოურუმებში.

სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა

2020 წელს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდა 4124 ბენეფიციარს. აღნიშნული ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ბიზნეს გეგმის შედგენა, მეწარმეობის საფუძვლები, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები და გადასახადის გადახდის წესი, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით 259,529 ფერმერს დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 33,328,558 ლარს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 30,709,968 ლარი.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 156,815 ბენეფიციარმა 30,499.60 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. აღნიშნული პროგრამა 2021 წელსაც გრძელდება და 01 თებერვლიდან 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში 4,833 ბენეფიციარმა 2,782.32 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 9,141 ბენეფიციარზე/დამზღვევზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 17,881 პოლისი, დაზღვეულია 18,178 ჰა მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ შეადგინა 161,957,565 ლარი. სულ სადაზღვეო პრემიამ შეადგინა 13,432,374 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა (სააგენტოს პრემიის წილი) 8,421,407 ლარი.

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში 325 ბენეფიციარს გაუფორმდა 327 ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრულმა სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 21,109,766 ლარი, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ კი 29,521,959 ლარი.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. 2,794 ბენეფიციარზე გაცემულია 2,906 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57,372,131 ლარს შეადგენს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი/გაცემული თანადაფინანსებაა 4,138,428 ლარი.

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს 31.12.2020წ.-ის მდგომარეობით, გაფორმებულია 384 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრულმა სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 9,651,127 ლარი, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ კი 20,171,540 ლარი.

სულ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ჭრილში, პროექტების/პროგრამების განხორციელებით დადგა შემდეგი შედეგი:

სულ იმ ბენეფიციარების რაოდენობების ჯამმა, ვინც ანტიკრიზისული პროექტებით/პროგრამებით ისარგებლა, შეადგინა 433 ათასზე მეტი ბენეფიციარი (ფერმერმა/სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე), რომლებმაც ჯამურად მიიღეს 76.6 მლნ ლარის მოცულობის სარგებელი;

სოფლის მეურნეობაში განხორციელდება 153.8 მლნ ლარის ინვესტიცია;

ფერმერებმა/სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეებმა, მიიღეს 33.2 ათას ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის შესაძენი ფასდაკლების ბარათები;

18,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა 161 მლნ. ლარზე მეტი მოსავლის დაზღვევა.


პანდემიის საპასუხო ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყანაში


კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ქვეყნებმა განახორციელეს ზომები კერძო სექტორის მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ პირველი საზრუნავი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გატარდა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მრავალფეროვანი სპექტრი ბიზნესზე კორონა ვირუსის გავრცელების ეკონომიკური ზემოქმედების შესამცირებლად.

მხარდაჭერის ღონისძიებები თვითდასაქმებულებისათვის

რამდენიმე ქვეყანამ განახორციელა კონკრეტული ინიციატივები თვითდასაქმებულთა აღნიშნული ჯგუფი შემოსავლის შემცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდა. ამასთან, ზომები მოიცავს შვებულების ანაზღაურებას, უმუშევრობის შეღავათებს, ერთჯერადი სუბსიდიებსა და სხვა.

ბელგიამ გადაავადა და შეამცირა სოციალური შენატანები თვითდასაქმებულთათვის, იმ პირობით, რომ პირი დაადასტურებდა შემოსავლების შემცირებას (თვეში 1 300-დან 1 600 ევრომდე შემცირება ) ეპიდემიის გამო. ასევე, არსებობს დებულებები თვეში 1 300-დან 1 600 ევრომდე შემოსავლის შეცვლის შესახებ.

დანიაში თვითდასაქმებულები და მცირე ბიზნესში დასაქმებულები, რომლებსაც შემოსავლები მინიმუმ 30%-ით შეუმცირდათ, იღებენ 75%-იან კომპენსაციას, მაქსიმუმ 23 000 DKK (3 000 ევრო). თუ თვითდასაქმებული ან მცირე ბიზნესის მფლობელის პარტნიორი ასევე დასაქმებულია ბიზნესში, კომპენსაციის ზღვარი განისაზღვრა 46 000 DKK (6 000 ევრო).

საფრანგეთმა შექმნა სოლიდარობის ფონდი თვითდასაქმებულთათვის 2 მილიარდი ევროს ოდენობით და ყოველთვიურად 1500 ევროს ანაზღაურებას უხდის თვითდასაქმებულებს (და მცირე კომპანიებს), იმ პირობით თუ მათი ბრუნვა 1 მილიონ ევროზე ნაკლებია და ადგილი აქვს ბრუნვის შემცირებას.

გერმანია 10 მილიარდის პირდაპირ სუბსიდირებას ახდენს თვითდასაქმებულებისა და მიკროსაწარმოებისათვის.

ირლანდია სთავაზობს ავადმყოფობის გამო შვებულების ანაზღაურების გაზრდას ვირუსით დაზარალებული პირებისათვის, მათ შორის თვითდასაქმებულებისთვის. ამასთან, თვითდასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს ბიზნესი აიღეს 203 ევრო კვირაში 6 კვირის განმავლობაში.

იტალიამ დროებით შეაჩერა იპოთეკის გადახდა პირველად სახლის მყიდველებისთვის, მათ შორის თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ბრუნვის მესამედზე მეტი ბოლო კვარტალში. შემოსავლის მხარდაჭერის ფონდი (2020 წლისთვის 300 მილიონი ევრო) მოქმედებს დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის, რომლებმაც შეწყვიტეს, შეამცირეს ან შეაჩერეს ბიზნეს საქმიანობა პანდემიის გამო. თვითდასაქმებული პირებმა მიიღეს გადასახადისგან თავისუფალი 600 ევრო (ერთჯერადად). გარდა ამისა, თვითდასაქმებულ პირებსა და მცირე საწარმოებს, რომელთა შემოსავალი 2 მილიონ ევროზე ნაკლებია, მიეცათ რიგი გადასახადების გადავადების უფლება: მათ შორის დღგ-ს, სოციალურ უზრუნველყოფა და დაზღვევა.

კორეაში სასწრაფო დახმარების ფონდი პირდაპირ ფინანსურ დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესს და თვითდასაქმებულებს, რაც მიზნად ისახავს ამ ფირმების წახალისებას, შეინარჩუნონ თანამშრომლები.

ნიდერლანდებმა უზრუნველყო შემოსავლების მხარდაჭერა სამი თვის განმავლობაში 1 050-დან 1 500 ევრომდე და 10 517 ევროს დაბალი პროცენტის სესხი საბრუნავი კაპიტალისთვის.

საგადასახადო შეღავათები

ზოგიერთ ქვეყანაში გადასახადების გადავადების გარდა დაწესდა დროებითი საგადასახადო შეღავათები განაკვეთის შემცირებით, თუმცა ასეთი ღონისძიებები ხშირად მიმართულია გარკვეულ სექტორებზე.

არგენტინამ გაათავისუფლა სოციალური დაცვის გადასახადებიდან ის სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ასევე, კრიზისული პერიოდის საჭიროებებისათვის დაქირავებულ მუშაკთა ხელფასს გადასახადის განაკვეთი 95%-ით შემცირდა.

ბრაზილიამ გამოაცხადა სოციალური უზრუნველყოფის შენატანების 50%-იანი შემცირება 3 თვით.
• გადასახადის გადავადების გარდა, ესტონეთმა ასევე დააწესა სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი კომპანიებისთვის;
ნორვეგიამ დროებით შემცირა დღგ ქვეყნის მასშტაბით დღგ-ს 8%-მდე., არსებული 12 %-დან.
თურქეთში დორებით გაუქმდა უძრავი ქონების გადასახადი;
დიდ ბრიტანეთში, მცირე ბიზნესისთვის (2020 წლისთვის) მთლიანად გაუქმდება მცირე ბიზნესის გადასახადი.

ვალის დაფარვის მორატორიუმი

ზოგიერთ ქვეყანაში დაწესდა მორატორიუმი ვალის დაფარვაზე, რომლის მიხედვითაც, მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია გადადოს ვალის დაფარვა სხვადასხვა ვადით. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მოიცავს კერძო სექტორის ინიციატივებს. სხვა შემთხვევაში, ზომებს მხარს უჭერს მთავრობა.

ავსტრალიურმა ბანკებმა გამოაცხადეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა სესხის დაფარვის ექვსთვიანი გადავადებით.

ბელგიაში ფინანსური სექტორმა შეთავაზა 6 თვიანი გადავადებას. გარდა ამისა, მთავრობამ გახსნა 50 მილიარდი ევროს ახალი გარანტიას ყველა ახალი კრედიტისთვის 12 თვემდე პერიოდით.

კანადის ექვსმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს თვითდასაქმებულ და მცირე ბიზნესის საბანკო მომხმარებლებთან ინდივიდუალურად, რათა უზრუნველყოს მოქნილი გადაწყვეტილებები. მხარდაჭერა მოიცავს იპოთეკის გადახდის ექვსთვიან გადადებას და სხვა საკრედიტო პროდუქტებზე შეღავათის შესაძლებლობას.

• სამთვიანი მორატორიუმი დაწესდა ხორვატიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (HBOR) და კომერციული ბანკების წინაშე ვალდებულებებზე.

საფრანგეთი და გერმანია სთავაზობენ მედიაციას მცირე და საშუალო ბიზნესს და კლიენტებს/მიმწოდებლებს შორის და საკრედიტო მედიაციას, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც სურთ საკრედიტო პირობების განახლება/გადახედვა. საფრანგეთის საბანკო ასოციაციამ გამოაცხადა, რომ საკრედიტო კრიზისის წინაშე მყოფი ფირმებს სთავაზობენ დაბალპროცენტიან სესხებს (0,25%) 3 თვის შემოსავლის ოდენობით, დაფარვა იწყება ერთი წლის შემდეგ.

უნგრეთში სესხის გადახდა შეჩერდა 2020 წლის ბოლომდე ყველა კერძო პირისა და ბიზნესისთვის, მათთვის ვინც სესხი 2020 წლის 18 მარტამდე აიღო.

ირლანდიაში, ყველა ბანკმა გამოაცხადა, რომ ისინი შესთავაზებენ მოქნილ სქემებს მომხმარებელს და მათ შეეძლოთ გადახდის გადავადება ან შეღავათიანი კრედიტების აღება საბრუნავი საშუალებებისათვის.

იტალიის საბანკო ასოციაციის მიერ ვალების მორატორიუმი გამოცხადდა, როსაც მხარი დაუჭირა მთავრობამაც. მორატორიუმი შეეხო სესხების დაფარვას, მათ შორის იპოთეკებს და მცირე სესხებს.

ისრაელის ხუთმა უმსხვილესმა ბანკმა, რომლებიც მთლიანი საბანკო სექტორის თითქმის 99%-ს შეადგენს, გამოაცხადეს იპოთეკისა და სესხის გადახდების გადავადება სამი თვის ვადით.

ნიდერლანდების საბანკო ასოციაციამ გამოაცხადა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 2,5 მილიონ ევროზე ნაკლები სესხი, მიენიჭებათ სესხის ექვსთვიანი გადავადების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჰოლანდიურ მცირე ფირმებს სთავაზობენ Qredits-ის მეშვეობით მიკროსესხების დაფარვას ექვსთვიანი დაგვიანებით, 2%-მდე შემცირებული საპროცენტო განაკვეთით.