მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად შეუძლიათ აცრა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს? - NCDC

6107e9e2dfcd7
ინგა მურუსიძე
02.08.21 16:56
1398
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, საქართველოში მყოფი ბინადრობის მოწმობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმის შესახებ, თუ სად შეუძლიათ ვაქცინაცია.

NCDC-ს ინფორმაციით, იმუნიზაცია შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ:

- თბილისი - აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა
- ბათუმი - რესპუბლიკური საავადმყოფო
- ქუთაისი - ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლია:

-საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საქართველოში იმყოფება და მისი შემოსვლიდან გასულია სულ მცირე 3 თვე
-სახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს
-საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს
-საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების უცხოელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს
-საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას მოქალაქეობის მიუხედავად; ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს
-პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს
-N164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი, მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა.