მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სად ტანკი და სად სამკერვალო ფაბრიკა?“ - ხაზარაძე სახელმწიფო სამკერვალოს შექმნას აკრიტიკებს

60956e119f116
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.21 00:00
2317
პოლიტიკური პარტია “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, მთავრობის მიერ ახალი სახელმწიფო კომპანიების დაფუძნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. ასე აფასებს ხაზარაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ “დელტა ტექსტილის” დაფუძნებას. “ლელოს” ლიდერი ამბობს, რომ სახელმწიფო კომპანიების შექმნის ნაცვლად მთავრობა მომსახურებას ღია და კონკურენტული ტენდერების საშუალებით უნდა ყიდულობდეს.

თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო კომპანიისთვის ექსკლუზიური კონტრაქტის მიცემის პირველი შემთხვევა არაა. სამინისტრომ “დელტა მშენებელს” ჯარისკაცებისთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენების 32-მილიონიანი პროექტი ჩააბარა. ამასთანავე, წინა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა რომ ამ კორპუსების მშენებელ კომპანიებს მთავრობა ღია ტენდერის მეშვეობით გამოავლენდა, თუმცა ასე არ მოხდა.

“სად ავტომატი და ტანკი და სად სამკერვალო ფაბრიკა? ეს არის პირდაპირ ნიშანი, რომ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო კაპიტალიზმზე საუბრობენ. ეს არის წარმოუდგენელი, რადგან ჩვენ არ ვართ ჩინეთი. საქართველოს მხოლოდ თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბიზნესი განავითარებს. რა საჭიროა სახელმწიფო კომპანია ჯარისკაცების სახლების ასაშენებლად? რატომ არ ხდება ეს ღია ტენდერით? იმ წლებში, რაც ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში პირდაპირი შესყიდვით სახელმწიფომ 8 მილიარდი ლარის მომსახურება შეიძინა. შორს რომ არ წავიდეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ასეთი პირდაპირი შესყიდვები საერთოდ აკრძალულია.

სწორედ აქ არის კორუფცია, როდესაც საუბარია იმაზე, რომ შიდა ინვესტორების მხრიდან არ არსებობს ნდობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, სწორედ ასეთი მაგალითები არის ამის საფუძველი. რომელ უცხოურ ინვესტიციაზეა საუბარი, როდესაც შიგნით ქართულ ბიზნესს არ აქვს ნდობა სახელმწიფოსი. ტყულია ერთი მხრივ პრივატიზაციაზე ისაუბრო და მეორე მხრივ სახელმწიფო კომპანიებს აფუძნებდე,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "ანალიტიკაში" .

მამუკა ხაზარაძე "ანალიტიკას" ეთერში: