მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ვყიდით/ვყიდულობთ ავეჯს - 4 თვეში ექსპორტზე 405 ტონა ავეჯი გავიდა

629a1d1be1935
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.22 19:20
1063
მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ ავეჯის ექსპორტით 1.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. შედეგად ქვეყნიდან ექსპორტზე 405 ტონა ავეჯი გავიდა. 

ოფიციალური სტატისტიკით, რეალიზებული ავეჯის მოცულობა და ღირებულება გასული წლების მაჩვენებლებს აღემატება. იანვარ-მარტში საქართველოსთვის ავეჯის მთავარ საექსპორტო ბაზარს სომხეთი წარმოადგენდა, ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

1. სომხეთი - 928.3 ათასი დოლარი;
2. ბელარუსი - 122,4 ათასი დოლარი;
3. აზერბაიჯანი - 96.5 ათასი დოლარი;
4. უზბეკეთი - 92.2 ათასი დოლარი;
5. თურქეთი - 70.5 ათასი დოლარი;
6. აშშ - 51.6 ათასი დოლარი;
7. უკრაინა - 43.3 ათასი დოლარი;
8. პოლონეთი - 26.3 ათასი დოლარი;
9. ისრაელი - 10.6 ათასი დოლარი;
10. მონღოლეთი - 6.0 ათასი დოლარი

ამასთან, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ 10 870 ტონა ავეჯის იმპორტი განახორციელა, რისთვისაც ქვეყნიდან 34.3 მლნ დოლარი გავიდა. ამ პერიოდში იმპორტი გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით გაზრდილია. რაც შეეხება საიმპორტო ბაზრებს, ქვეყანაში ავეჯის შემოტანა სხვადასხვა რეგიონიდან ხდებოდა და TOP-10 საიმპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - 12.9 მლნ დოლარი;
2. ჩინეთი - 6.6 მლნ დოლარი;
3. იტალია - 2.8 მლნ დოლარი;
4. უკრაინა - 1.5 მლნ დოლარი;
5. პოლონეთი - 1.1 მლნ დოლარი;
6. გერმანია - 991.8 ათასი დოლარი;
7. რუსეთი - 915.4 ათასი დოლარი;
8. ბულგარეთი - 549.0 ათასი დოლარი;
9. ჰონ-კონგი - 756.7 ათასი დოლარი;
10. ბელარუსი - 431 ათასი დოლარი.