მაღალი ყოველთვიური შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისა და სტაბილურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. სახელმწიფოს, მისი მოსახლეობისა და მთავრობის წარმატების შესაფასებლად, შესაძლოა, გარკვეულწილად აღნიშნული მაჩვენებელი იქნეს გამოყენებული.
მსოფლიოს მასშტაბით, საშუალო შემოსავლისა და ხელფასის განსაზღვრის განსხვავებული მეთოდები არსებობს, ზოგიერთი ქვეყნის სტატისტიკის სამსახური გამოთვლისას მედიანურ მონაცემებს იყენებს, ზოგიც - საშუალოს.
სტატისტიკური მონაცემების გამოთვლის განსხვავებული მეთოდების მიუხედავად, უკვე წლებია, რაც ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებლით შვეიცარია, დანია, ლუქსემბურგი, ისლანდია და ნორვეგია გამოირჩევიან - ამ ქვეყნებში ხელფასები მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით 5 300 – 6 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
შედარებისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მაჩვენებელმა 1463 ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით, 482 დოლარია.
მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკის სამსახურების მიერ წარდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით შემდგარი საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, საქართველო თვიური საშუალო ხელფასის მაჩვენებლით მსოფლიოში 61-ე ადგილს იკავებს - მისი მსგავსი შედეგები კი მოლდოვას, ბრაზილიას, უკრაინას, მონღოლეთს, აზერბაიჯანსა და ბელარუსს აქვთ.
გასათვალისწინებელია, რომ მოცემული რეიტინგი არ ითვალისწინებს ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოებს და აფრიკისა თუ აზიის რიგ ქვეყნებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საშუალო თვიური ხელფასი სრულად არ აღწერს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან ის არ ითვალისწინებს არადეკლარირებულ შემოსავლებს და ინდივიდუალურ მეწარმეთა საქმიანობას, რაც განვითარებადი სახელმწიფოების დიდი ნაწილისთვის ეკონომიკის მამოძრავებელი ძირითადი ფაქტორებია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება