მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სადაც საჭიროა, ჩავლენ კიდეც“ - გამყრელიძე ვაქცინის მისაღებად მთავრობის გააქტიურებაზე

603e13c73bfd5
ინგა მურუსიძე
02.03.21 14:05
692
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ელჩების მონაწილეობით, ვაქცინების მწარმოებელ ყველა ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მედიამ ამირან გამყრელიძეს კითხვები მთავრობის უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზეც დაუსვეს, რისკენაც ხელისუფლებას აქტიურად მოუწოდებენ. "რატომ არ დადიოდნენ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებში?" - ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც ბოლო დღეებში ხელისუფლების მისამართით ისმის. 

„სად უნდა ევლოთ პრემიერს და მინისტრებს? ყველა ქვეყანასთან, ვინც მწარმოებელია, მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები, რომელსაც აწარმოებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ელჩების მონაწილეობით. ასევე, დღეს ინდოეთში ჩასულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; დავით ზალკალიანს ჰქონდა საუბარი რამდენიმე კოლეგასთან სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც საჭიროა, ჩავლენ კიდეც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.