08.სექტემბერი .2019 13:46

“სადაც შესაძლებელია, ხარჯების ოპტიმიზაცია - მოხდება, მაგრამ ამას არ ექნება დიდი მაკროეკონომიკური ეფექტი”

views 342
უკან

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ის, სადაც ხარჯების ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი, ეს ხარჯები შემცირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს კენჭი უნდა უყარონ.

“ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი - როგორც ხარჯების ოპტიმიზაცია... ამ ნაწილში მე როგორც მახსოვს, მშპ-სთან შედარებით 4% გვაქვს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებლია. თუმცა, ესეც არაფერს არ ნიშნავს.

თუ ვამბობთ, რომ ჩვენი პრინციპი უნდა იყოს “მცირე მთავრობა”, რა თქმა უნდა, ხარჯების ნაწილში, იქ, სადაც ოპტიმიზაცია შესაძლებელია, ბანალურად რომ ვთქვათ - მანქანები, ავეჯი და კიდევ ბევრი რაღაცა...იყო ერთი პერიოდი, როცა დეტალურად გავდიოდით ამ ყველაფერს. იგივეს გავაგრძელებთ.

იქ, სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, ამ ხარჯებს მაქსიმალურად შევამცირებთ. თუმცა, იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ამას დიდი მაკროეკონომიკური ეფექტი ექნება. არ ექნება. მაგრამ ამას ექნება უფრო მნიშვნელოვანი(ეფექტი) ქვეყნისთვის - დისციპლინა. დღეს ბიუროკრატიისთვის დისციპლინა არის განმსაზღვრელი”,- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა