მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაც შესაძლებლობა გვექნება, დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს - პრემიერი

5e70942b8d88e
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.20 13:16
670
ჩვენ გამოვთავქმთ მზაობას, რომ იქ, სადაც ჩვენ ამის შესაძლებლობა, გვექნება სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა შეზღუდულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს გაუწიოს დახმარება, თუმცა ყველანაირად შეეცდებიან, შეუმსუბუქონ ყოფა.

"მოგეხსენებათ ჩვენ შეზღუდული ვართ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი და ზუსტად იგივე დახმარება გავუწიოთ, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ჩვენ ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მივცეთ მათაც საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“, - განაცხადა პრემიერმა.