03.ივლისი .2020 15:00

სადახლოზე 4,100 ღერი არადეკლარირებული თამბაქო აღმოაჩინეს

views 269
უკან

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ა.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სკანერით დათვალიერების შედეგად, 4,100 ღერი არადეკლარირებული, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამორთმევა საქონლი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა