მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო ასოციაცია – წელს მთავარი გამოწვევა ავტომობილთა მფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევაა

5e19a2545a944
ლევან თაღიაშვილი
11.01.20 15:15
996
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი 2020 წელს სექტორისთვის მთავარ გამოწვევად ავტომობილთა მფლობელებისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევას ასახელებს.

მისი თქმით, მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წელს შეიტანა, თუმცა მისი განხილვა დღემდე არ მომხდარა.

"ისე გავიდა 2019 წელი, რომ ამ პროექტს განხილვა არ მოუწია. ეს თემა გადავადებულია და არ ვიცით რა დროით", - აღნიშნა მან.

ხეჩინაშვილის თქმით, წელს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემაში სადაზღვევო სექტორის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მომსახურების ხარისხზე აისახება და ბიუჯეტის ხარჯებს საგრძნობლად დაზოგავს.

მისივე თქმით, 2019 წელს სექტორმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2-3ჯერ გადააჭარბა და ინდუსტრია როგორც თანხობრივად, ისე დაზღვეულთა რაოდენობით გაიზარდა.