12.აპრილი .2022 00:12

სადაზღვევო ბაზრის მოგება 2021 წელს - კომპანიების რეიტინგი

სადაზღვევო ბაზრის მოგება 2021 წელს - კომპანიების რეიტინგი
views 1672
უკან

საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 2021 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნეს. ანგარიშების მიხედვით, გასულ წელს სადაზღვევო ბაზარი 16%-ით გაიზარდა და კომპანიების მიერ პრემიის სახით მოზიდულმა თანხამ 773 მილიონი ლარი შეადგინა. გაზრდილი შემოსავლების მიუხედავად, სადაზღვევო ბაზრისთვის 2021 წელი მოგების მხრივ არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიების წმინდა მოგება 39.9 მლნ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში კლება თითქმის 8 მილიონია.

სადაზღვევო ბაზარზე სულ 18 კომპანია ოპერირებს, თუმცა მოზიდული პრემიების 67% მხოლოდ 5 კომპანიაზე მოდის. მათ შორის მხოლოდ სამი კომპანია - „ალდაგი“, „თიბისი დაზღვევა“ და „იმედი L” აგენერირებს წმინდა მოგების 89%-საც.

ყველაზე მსხვილი პრემიების პორტფელი 140.4 მლნ ლარის მოცულობით სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს“ აქვს, თუმცა, მისი წმინდა მოგება უმნიშვნელოა და მხოლოდ 7 252 ლარს შეადგენს.
პრემიების პორტფელით მეორე ადგილზე მყოფი „ალდაგის“ წმინდა მოგება კი, სექტორის ჯამური მოგების 46% იკავებს.

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება / ზარალი არააუდირებული ანგარიშებიდან
1. ალდაგი - 18.17 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 123.2 მლნ ლარი;
2. თიბისი - 13.41 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 115.9 მლნ ლარი;
3. იმედი L - 4.04 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 74.1 მლნ ლარი;
4. ტაო - 3.73 მლნ ლარი , მოზიდული პრემიები 5 მლნ ლარი;
5. უნისონი - 3.14 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 49.1 მლნ ლარი;
6. ქართუ - 1.44 მლნ ლარი , მოზიდული პრემიები 4.9 მლნ ლარი;
7. ბბ დაზღვევა - 1.24 მლნ ლარი , მოზიდული პრემიები 13.8 მლნ ლარი;
8. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - 0.75 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 18.7 მლნ ლარი;
9. გრინ დაზღვევა - 0.72 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 3.1 მლნ ლარი;
10. ირაო - 0.58 მლნ ლარი , მოზიდული პრემიები 49.3 მლნ ლარი;
11. ჯიპიაი - 0.007 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 140.4 მლნ ლარი;
12. ალფა - (-0.46 მლნ ლარი) , მოზიდული პრემიები 15.8 მლნ ლარი;
13. გლობალ ბენეფიტსი - (- 0.06 მლნ ლარი) , მოზიდული პრემიები 16.5 მლნ ლარი;
14. არდი - (-0.59 მლნ ლარი) , მოზიდული პრემიები 67.4 მლნ ლარი;
15. პრაიმი - (-0.63 მლნ ლარი) , მოზიდული პრემიები 6.3 მლნ ლარი;
16. ევროინსი (-0.68 მლნ ლარი), მოზიდული პრემიები 22.3 მლნ ლარი;
17. პსპ დაზღვევა - (-1.96 მლნ ლარი) , მოზიდული პრემიები 25.5 მლნ ლარი;
18. ნიუ ვიჟენ დაზღვევა- (-2.94 მლნ ლარი) , მოზიდული პრემიები 21.4 მლნ ლარი.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2021 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 772,7 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 172,0 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 39,9 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 985,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 324,1 მილიონ ლარს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა