მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო ინდუსტრიაზე ესტონური მოდელის არგავრცელება ძალიან მძიმე იქნებოდა - „ალდაგი“

638e0762603ec
ელენე გოგბერაშვილი
05.12.22 19:25
1779
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საბანკო სექტორზე აღარ გავრცელდება, თუმცა აღნიშნული შეღავათით სადაზღვევო ინდუსტრია ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული შეღავათი რამდენჯერმე გადავადდა. ის, როგორც ბოლოს იყო დაანონსებული 2023 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში.

როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, საგადასახადო შეღავათით მხოლოდ  სადაზღვევო სექტორი ისარგებლებს, თუმცა მათთვის მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი არა 2023 წლიდან, არამედ 2024 წლიდან ამოქმედდება.

"აქტიური კომუნიკაცია გვქონდა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან და დაზღვევის ასოციაცია მთავრობასთან კომუნიკაციაში აქტიურად იყო ჩართული. ესტონური მოდელის გაუქმება სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ძალიან მძიმე იქნებოდა, მაგალითისთვის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო სექტორმა მიიღო მხოლოდ 10 მილიონი წმინდა მოგების სახით. სადაზღვევო ინდუსტრია განვითარებადი სექტორია, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო დაპოზიციონირებულიყო ცალკე და ესტონური მოდელიმასზე გავრცელებულიყო. 

კარგი იქნებოდა 2023 წლიდან გავრცელებულიყო, როგორც იყო დაანონსებული, თუმცა ის, რომ 2024 წლიდან ჩვენ დავპოზიციონირდით ცალკე, როგორც განვითარებადი სექტორი მნიშვნელოვანია. ეს საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას, რეინვესტირებას ბევრად გაამარტივებს“,- აცხადებს bm.ge-სთან „ალდაგის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.