06.დეკემბერი.2018 14:42
ეკონომიკა, ბიზნესი, საფინანსო სექტორი

სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი” გაიყიდა

სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი” გაიყიდა
სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი” გაიყიდა.

როგორც bm.ge-ის კომპანიაში განუცხადეს, “აი სი ჯგუფი” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა მსხვილმა სადაზღვევო კომპანია “EUROINS GROUP”-მა შეიძენა და ის ქართულ ბაზარზე „ევროინს საქართველოს“ სახელით გააგრძელებს ოპერირებას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, შერწყმის შემდეგ, „აი სი ჯგუფის“ არსებული პორტფელი გამრავალფეროვნდება. კერძოდ, ქონების, პასუხისმგებლობის და ავტომობილების დაზღვევის პროდუქტების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და კიბერ უსაფრთხოების დაზღვევის მიმართულებებს.

შეგახსენებთ: “EUROINS GROUP” ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ევროპის 8 ქვეყანაში ოპერირებს და აქედან ოთხში ფლობს შვილობილ კომპანიებს - ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში.

2014 წლიდან „ევროინს ჯგუფმა“ ფუნქციონირება საბერძნეთში დაიწყო.

კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონზე მეტია.

კომპანიის წლიური ბრუნვა ნახევარი მილიარდი ევროა.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

19.მაისი.2019 14:21
60

რა მოცულობის FDI-ს ელოდება საქართველო 2019 წელს? - ნათია თურნავას პასუხი

ვრცლად
19.მაისი.2019 13:30
75

ბიომეწარმეების ხმა პრემიერს - რა შეღავათები სჭირდება ბიზნესს?

ვრცლად
19.მაისი.2019 11:51
180

მინისტრი: უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები ანუ შემოვიყვანოთ მიზნობრივი ინვესტორები

ვრცლად
19.მაისი.2019 11:10
444

მარტვილში მდებარე ლებარდეს ხეობა, შესაძლოა, ოთხსეზონიან კურორტად იქცეს

ვრცლად
19.მაისი.2019 10:30
93

დღეს, საქართველოს IMF-ის მმართველი დირექტორი ეწვევა

ვრცლად
19.მაისი.2019 00:03
363

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

ვრცლად