მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანია "კამარას" რებრენდინგი მოხდა - კაპიტალი კი 10 მლნ-ით შეივსო

5e591d081e92b
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.20 18:30
2311
სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას’’ რებრენდინგი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. რებრენდინგის შედეგად, კამარას „გრინ დაზღვევა საქართველო/GREEN INSURANCE GEORGIA” ერქმევა და ის ბაზარზე  განახლებული პოზიციონირებით წარსდგება.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს კომპანიის სწრაფ განვითარებას და გარდაქმნას. ასევე ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნას, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მომხმარებელთა მოთხოვნებზე. კომპანიაში დაწყებულია სადაზღვევო პროცედურების გაციფრულება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ხელს შეუწყობს სადაზღვევო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

28 თებრვლიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მოადგილის თანამდებობას შალვა ახრახაძე იკავებს. 

2020 წლის 7 თებერვალს სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღო თანხმობა სს „საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია კამარა“-ს აქციების შეძენის შესახებ.

სს „მეტრო ჰოლდინგის“ შესახებ: სააქციო საზოგადოებისა და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა სხვადასხვა დროს მერყეობდა 1000-დან 2000-მდე ფარგლებში.