მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" 32 წლისაა

62b4694acb5a5
BM.GE
23.06.22 17:57
630
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" 32 წლისაა.

32 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ადამიანებისა და კომპანიებისთვის ანაზღაურებული თანხა 482 მლნ ლარს შეადგენს.

დაფუძნებიდან დღემდე, ალდაგი სტაბილურად თანამშრომლობს საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გადამზღვევლებთან. ალდაგი იყო პირველი, ვინც საქართველოში შემოიყვანა კომპანია Swiss Re და მასთან ერთად მთელი რიგი წამყვანი კომპანიები. დღეს ალდაგის საერთაშორისო პარტნიორებს შორის არიან: HANNOVER RE, TRANS RE, AXA XL (XL Catlin), POLISH RE, AIG and LLOYD’S OF LONDON. ბოლო 16 წლის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებისგან ალდაგმა ქვეყანაში 160 მილიონ ლარამდე შემოიტანა.

"ალდაგი" იყო პირველი, რომელმაც დაიწყო აგრომეურნეების დაზღვევა საქართველოში და მხლოდ ამ მიმართულებით 2014 წლიდან 21 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული. ალდაგმა შექმნა არაერთი საცალო და კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტი და დღესაც ერთ-ერთ ინოვატორად რჩება ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვის კუთხით.

32 წლის განმავლობაში ალდაგმა არაერთი შერწმა და ტრანსფორმაცია განახორციელა ზრდისა და განვითარების მიზნით. დღეს ის აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად საქარველოსა და კავკასიის რეგიონში (EUROMONEY, world finance, global brand magazine).

წელს "ალდაგი" ფლობს ბაზრის 37% წილს ტვირთების დაზღვევაში, 35% წილს აგროდაზღვევაში, 32% ქონების დაზღვევაში და 26% წილს ავტოდაზღვევაში. ალდაგი 400-მდე ადამიანს ასაქმებს და ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, როგორც შიდა პოლიტიკის, ისე თანამშრომლებში ინვესტიციისა და მოტივაციის კუთხით.

დიჯიტალიზაცია, არსებული სერვისების გაციფრულება და ახალი ციფრული შეხების წერილების შექმნა ალდაგის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მომსახურება უმოკლეს დროში, სრულიად დისტანციურ სივრცეში მიიღონ. ამ მიმართულებით, ალდაგის ერთ-ერთი ინოვაციური პროდუქტია BackApp, პირველი მობაილ დაზღვევა საქართველოსა და რეგიონში.

„32 წლის გამოცდილება, ექსპერტიზა რისკების მართვასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში, ალდაგს აძლევს საშუალებას, იყოს საიმედო პარტნიორი, როგორც საქართველოში - ადამიანებისა და კომპანიებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. მოხარული ვართ, რომ წლების განმავლობაში შევძელით, შეგვექმნა დაზღვევის სტანდარტი, ვყოფილიყავით სანდო და სტაბილური პარტნიორი და ხელი შეგვეწყო ადამიანებისა და ბიზნესებისთვის განვითარებულიყვნენ მშვიდ და სტაბილურ გარემოში", - განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

(NS)