მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

5f6dac99791de
ელენე გოგბერაშვილი
25.09.20 12:36
1337
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კოპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა ერთი წლით გადავადდა.

ამის შესახებ დავით ონოფრიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სადაზღვევო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო მოცულობა 4.2 მლნ ლარიდან 7.2 მლნ ლარამდე უნდა გაზრდილიყო.

ზედამხედველის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 15 სადაზღვევო კომპანიის მიერ მათდამი გაგზავნილი მიმართვა, სადაც სექტორი ცვლილებების ძალაში შესვლის გადავადებას ითხოვდა.

ცნობისთვის: ინდუსტრიასთან შეხვედრას პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილიც ესწრება.