საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს მათი მესაკუთრეების შესახებ სრული ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება ექნებათ - ამის შესახებ ბრძანება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა გამოსცა.
ბრძანების თანახმად, სადაზღვევო კომპანიებს მათი აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის სრულად გამჟღავნება მოუწევთ.
"მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრის და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანია მზღვეველის საქმიანობის გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საბაზრო დისციპლინის გაძლიერება და სადაზღვევო სექტორისადმი ნდობის ამაღლება.
მზღვეველი ვალდებულია, ფლობდეს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას მზღვეველის 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ", - ნათქვამია ბრძანებაში.
საქართველოში რეგისტრირებულია სულ 18 სადაზღვევო კომპანია, მათგან 17 კომპანია ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი - 282,7 მილიონ ლარს; ამასთან, კომპანიების მიერ 2020 წლის 9 თვეში მოზიდული პრემიის მოცულობა 513 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 32 მილიონი ლარით მეტი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი