მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სადაზღვევო პაკეტებზე ფასები 5-20%-მდე გაიზარდა” - PSP დაზღვევა

60c788fd5935b
ანუკა ჯოხაძე
14.06.21 22:00
1024
“სადაზღვევო პაკეტებზე ფასები 5-20%-მდე გაიზარდა”, - ამის შესახებ BM.GE-ის PSP დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა სოფო ლებანიძემ განუცხადა. თუმცა, როგორც ლებანიძე ამბობს, ფასები განსხვავებულად გაიზარდა კომპანიების საქმიანობიდან და ინდივიდუალური თუ კორპორატიული პაკეტებიდან გამომდინარე.

PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პანდემიურ პროცესებს ფასთან ერთად გავლენა ჰქონდა კორპორატიული დაზღვეულების რაოდენობაზეც.

მისი თქმით, გასულ წლებში ამ მიმართულებით ზრდის ტენდენცია უფრო თვალსაჩინო იყო, თუმცა 2020-ში ტემპი შენელდა. როგორც ლებანიძე ამბობს, კლება შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც კომპანიებში დასაქმებულების შემცირებასთან, ისე სადაზღვევო პაკეტებზე ფასების ზრდასთანაც.

“შემცირება შეიძლება დასაქმებულთა მაჩვენებლის შემცირებით იყოს განპირობებული და ასევე მეორე - სამედიცინო დაზღვევაზე ფასების ზრდით. დაზღვევის ინდუსტრიაში ინფლაციური პროცესები ანარეკლივით აისახება. სადაზღვევო კომპანიები ყველა იმ სერვისსა და მომსახურებას ყიდულობენ, რომელზეც ინფლაცია აისახა. შეიძლება ზოგიერთი კონტრაქტი მნიშვნელოვნად გაძვირდა, ან ზოგიერთი გაიაფდა კიდეც, იმიტომ რომ კომპანიამ არჩევანი გააკეთა იმაზე, რომ გარკვეული სერვისები დაფარვიდან ამოეღო. დაზღვევის ბაზარზე დაახლოებითი ინფლაცია 5-20%-მდეა", - აცხადებს PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე.