05.დეკემბერი .2022 17:55

სადაზღვევო სექტორისთვის ესტონური მოდელი იქნება - ლევან დავითაშვილი

სადაზღვევო სექტორისთვის ესტონური მოდელი იქნება - ლევან დავითაშვილი
views 623
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ განსხვავებით ბანკებისგან, სადაზღვევო სექტორისთვის ესტონური მოდელი იმუშავებს. მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორს სჭირდება დახმარება, რადგან ამ სექტორს განვითარება სჭირდება.

„სადაზღვევო სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება ერთი წლით არის გადადებული, სადაზღვევო კომპანიებისთვის ეს მოდელი იმუშავებს, რადგან დღეს ეს სექტორი საკმაოდ შორს არის იმ წარმატებებისგან, ამ სექტორს ჯერ კიდევ განვითარების გზა აქვს გასავლელი, რაზეც მიდის მუშაობა, ამაზე მუშაობს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მზღვეველთა ასოციაციასთან, ზედამხედველობის სამსახურთან, ჩვენი სამინისტრო პროაქტიურად, სექტორის ჩამოყალიბებას სექტორის განვითარებას დაეხმაროს. ამ ფუნქციებს ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ითავსებს და ამაზე მუშაობა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ე.წ. ესტონური მოდელი ბანკებზე აღარ გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა