მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციისთვის 2 კომპანიის ხელმძღვანელების სამართლებრივი დევნა დაიწყო

60b484d09466f
ინგა მურუსიძე
31.05.21 10:30
594
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტებზე,  ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში და ქ. თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას.

"სასამართლო განჩინების საფუძველზე, საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები.

ექსპერტიზით დადგენდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1971 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.