მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადღესასწაულო სუფრასთან დაკავშირებით NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს

61e06bc5ef3e2
თამთა ჯიჯავაძე
13.01.22 22:10
595
საახალწლო სადღესასწაულო სუფრასთან დაკავშირებით NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს. მათ შორის აღნიშნულია კვლავ დისტანცია, პირბადე და სტუმრების რაოდენობის შეზღუდვა.

"ვის არ უყვარს სადღესასწაულო ვახშამი? ტრადიციული ქართული კერძები და საახალწლო ნუგბარი დღესასწაულების განსაკუთრებულად სახალისო ნაწილია.

თუმცა იმისთვის, რომ საკუთარი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, რეკომენდაციების დაცვა სადღესასწაულო სუფრაზეც საჭიროა:

-შეზღუდეთ სტუმრების რაოდენობა
-შეკრების დროს ეცადეთ დაიცვათ დისტანცია
-ატარეთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში
-საგულდაგულოდ გაწმინდეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები
-ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით ან დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.

გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და პანდემიაზე მალე გამარჯვებას", - აღნიშნულია NCDC-ის რეკომენდაციებში.