მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საძოვრების მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება - რას ითვალისწინებს პროექტი?

5f930c1513021
ინგა მურუსიძე
23.10.20 22:44
1005
საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება. პროექტი, სახელწოდებით „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“, ორწლიანია და მიზნად ისახავს საქართველოს ხელშეწყობას მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევაში, დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის განმავლობაში, იგეგმება პოლიტიკის დოკუმენტებისა და ინსტიტუციური ჩარჩოების დახვეწა, რომელთა საშუალებით მოხდება საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. ასევე იგეგმება ეროვნული და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების კომპეტენციების ამაღლება და გაძლიერება, რომ მათ მდგრადი მართვის პრაქტიკების ათვისება და ეფექტური გამოყენება შეძლონ.

პროექტის განხორციელების შედეგად, იგეგმება შემდეგი შედეგების მიღწევა:

• საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება.
• 20 000 ჰა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვის გეგმების (სტრატეგიული და საოპერაციო) შემუშავება, მონაწილეობითი მიდგომით, გურჯაანის, დმანისისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის.
• 747 ჰა-ზე საძოვრების მართვის მდგრადი, მონაწილეობითი მართვის პრაქტიკის (ძოვების მართვა, სარეველების კონტროლი, ადგილობრივი ჯიშების ხელშეწყობა, ნიადაგის განოყიერება, ტერასების მოწყობა, მომთაბარე საქონლისთვის საწყურებლების, ელეტრო ღობეებისა და მობილური საჩრდილობლების მოწყობა, მზის ენერგიაზე მომუშავე საპილოტე წყლის ჭის მოწყობა).
• 200-მდე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისა და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერება საძოვრების მდგრადი მართვის კუთხით.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. მას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს. აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).