მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საეკლესიო პირები, თავდაცვის ძალები - ვის ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე?

5e8f1b4160120
ინგა მურუსიძე
09.04.20 17:00
1030
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის ტესტირების ალგორითმები გამოაქვეყნა.

ალგორითმის თანახმად, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ :

მაღალი რისკის კონტიგენტს, სპეციფიური სიმპტომებით და ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები:

თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;

სიმპტომური პაციენტები, მაღალი რისკის ზონებიდან; პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით).

უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში/მედპერსონალი  ასევე, ტესტი ჩაუტარდებათ, პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე IgM/IgG (Ag-ზე ტესტირება, ან პჯრ არ ესაჭიროებათ).

ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები:

ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც აღენიშნება COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები, კერძოდ: ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს;
პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით;

ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.

ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. ,,ცხელების კლინიკებში“ შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში პჯრ მეთოდით, სხვა შემთხვევაში, სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით, და საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში პჯრ მეთოდით კვლევისათვის.

ორგანიზებული ჯგუფები, თავშეყრის ადგილები:

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები; ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები;
თავდაცვის ძალები; სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები;  საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა.

უსიმპტომო პირებს უტარდება სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.


ალგორითმი სრულად