მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საელჩო ავსტრიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს იქ დაწესებულ შეზღუდვებს ახსენებს

5e89ce85786e3
BM.GE
05.04.20 16:25
1660
ავსტრიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები.

საელჩო კიდევ ერთხელ შეახსენებს, მოქალაქეებს ავსტრიის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გადაადგილების თაობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც 16 მარტიდან 13 აპრილამდეა ძალაში.
„აღნიშნული შეზღუდვების მიხედვით, სახლიდან გასვლა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა, იყოს შემდეგი სახის:

სამსახურებრივი აუცილებლობა, ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა, სხვა ადამიანების დახმარება, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. სუფთა ჰაერზე გასვლა მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე, შინაური ცხოველების გასეირნების მიზნით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები.

ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკეთ 1450. ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ავსტრიის ჯანდაცვისა და კვების უსაფრთხოების სააგენტოს (AGES) - 0800 555 621.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ავსტრიის ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია: https://www.sozialministerium.at/…/Coronavirus---Aktuelle-M  ; საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებზე“, - აღნიშნულია ავსტრიაში საელჩოს მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.