მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საელჩო კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

5e5380759ba6d
თელარა გელანტია
24.02.20 11:46
1062
საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელ ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას ️მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე.

ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.

ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს:
გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს;
თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან;
დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები.

კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე:

კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი:
ENG : http://ncov.mohw.go.kr/en/  
KOR : http://www.cdc.go.kr/  
http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000  
ცხელი ხაზი : 1339

ქ. სეულის მერია:
http://www.seoul.go.kr/main/index.jsp  
http://www.swsgc.co.kr/  

ტურიზმის ეროვნული სააგენტო:
https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp…  

საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
☎️საელჩო: 02 792-7118
☎️საკონსულო სამსახური: 010 5103-1703