მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საელჩოები და საკონსულოები საგანგებო რეჟიმზე გადადიან და მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურებიან

5e69dd0784dbb
ინგა მურუსიძე
12.03.20 11:07
735
საელჩოები და საკონსულოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან და მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურებიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"ჩვენ უკვე გუშინ საკონსულოებს და საელჩოებს მივეცით დავალება, რომ გადავიდნენ მუშაოების საგანგებო რეჟიმზე, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც ისინი არიან წარმოდგენილნი, ყოველდღიურად უწევთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და თუკი განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ამა თუ იმ ქვეყანაში, არის სპეციალურად გაწერილი წესები, რომლებიც გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე და გავრცელდება ინფორმაცია ასევე დიასპორული წარმომადგენლობების საშუალებებით", - განაცხადა ზალკალიანმა.