მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა 2018 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია

5f97d4dbad3f0
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.20 13:00
930
საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა 2018 წლის ივლისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამჟამად ერთი ტონა ხორბალი $207.2 დოლარი ღირს. წლიურ ჭრილში ფასების მატება 9.7%-ია.

ხორბალსა და სხვა მარცვლეულზე - სოიოსა და სიმინდზე ფასების მატება აშშ-ში მარცვლეულის მარაგების მოსალოდნელზე მეტად შემცირებით არის განპირობებული. ამ კლების მიზეზი კი მიმდინარე სეზონზე აშშ-ში მოსავლისთვის არახელსაყრელად მშრალი ამინდი გახდა. 

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ 30 სექტემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არსებული ხორბლის რეზერვები წლიურად 8%-ით იყო შემცირებული. სიმინდის მარაგების შემცირება 10%-ის ტოლი იყო, სოიოს მარაგების კლება კი 42%-ს შეადგენდა.

ადგილობრივი რეზერვების კლების გამო, აშშ-ში მარცვლეულის ფასი გაიზარდა, რაც თავის მხრივ გლობალური ფასების ზრდაში აისახება. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მშრალი ამინდები იყო რუსეთშიც, რამაც რუსული მოსავლის მოცულობაც შეამცირა.