14.ოქტომბერი .2019 19:50

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასმა მოიმატა - კვირის მიმოხილვა

views 170
უკან

გასული 1 კვირის განმავლობაში ნიუ-იორკში ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, რაც საუდის არაბეთის კრიზისის დაძლევის შემდეგ პირველად მოხდა. Bloomberg-ის მონაცემებით, 1 ბარელი ნავთობის ნიუ-იორკში 54 დოლარი და 70 ცენტი ღირს.

იგივე ტრენდი დაფიქსირდა ლონდონშიც, სადაც უფრო მაღალი ხარისხის საწვავი ივაჭრება. ზრდა აქაც 2 დოლარის ფარგლებში იყო და ამჟამინდელი ღირებულება 60 დოლარი და 51 ცენტია.

რაც შეეხება მიზეზებს, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგრენტომ ახალი პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დღიური მოთხოვნა მსოფლიოში 100 000 ბარელით ნაკლები იქნება მსოფლიოში, მიწოდება კი - 400 ათასი ბარელით გაიზრდება არა-ოპეკის წევრი ქვეყნებიდან, რაც ბაზარზე დღეში დამატებით 500 ათას ბარელს ნიშნავს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომის მოლაპარაკებები ყველა ფაქტორს წონის და ასე იყო ახლაც. მოლაპარაკების დარეგულირების იმედებმა დადებითი იმპულსები მისცა ბაზარს და ფასებიც მცირედით გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ბენზინის ფასებს, "ლუკოილში" პრემიუმის ფასი 1 თეთრით შემცირდა, რეგულარის კი - 4 თეთრით. სხვა ნავთობკომპანიები, ჯერჯერობით თავს იკავებენ ბენზინის გაიაფებისგან.

ამჟამად ყველაზე იაფად საწვავის შეძენა "ლუკოილშია" შესაძლებელი 2 ლარად და 59 თეთრად, რეგულარის ტიპის ბენზინის შეძენა კი, 2 ლარად და 45 თეთრადაა შესაძლებელი.