30.სექტემბერი .2019 22:20

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება დარეგულირდა - კვირის მიმოხილვა

views 260
უკან

საუდის არაბეთის აფეთქება ბირჟებზე დაახლოებით, 13 სექტემბერს აისახა და ნედლი ნავთობი 9-10 აშშ დოლარით გაძვირდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამერიკის რეზერვების გახსნასთან ერთად, სიტუაცია საუდის არაბეთისა და იემენის დროებითმა ზავმა და ცეცხლის შეწყვეტამ დაარეგულირა. ნედლი ნავთობის ღირებულება 2 კვირის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

ამჟამად, ნიუ-იორკში მისი ფასი 55 აშშ დოლარი და 91 ცენტია და ბოლო 1 კვირაში ღირებულება 3 დოლარით არის შემცირებული.


ლონდონში, სადაც უფრო მაღალი ხარისხის ნავთობი ივაჭრება, ტრენდი იდენტური იყო. 1–კვირიანი კლება აქაც 3 დოლარია. ამჟამინდელი ფასი კი 61 დოლარსა და 91 ცენტს შეადგენს. 

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები საუდის არაბეთის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილები, ფაქტია ბირჟებზე ფასები დარეგულირებულია.


როგორც ჩანს, საქართველოში ნავთობკომპანიებმა კრიზისის პერიოდში მოახერხეს ფასების შენარჩუნება, რადგან 2-3 კვირაა ბენზინის ღირებულება არ გაზრდილა.

ამჟამად, ყველაზე იაფად ბენზინის შეძენა "ლუკოილშია" შესაძლებელი. პრემიუმის ფასი oilnews-ის ინფორმაციით, 2 ლარი და 60 თეთრია, რეგულარის კი – 2 ლარი და 49 თეთრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა