საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი Brent-ის ღირებულება ამჟამად 85 დოლარს აღწევს; WTI Cude-ის ფასი კი 80 დოლარამდეა გაზრდილი. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 57 დოლარს შეადგენს.
საერთო ჯამში, ერთკვირიან ჭრილში ნავთობი 5%-ითაა გაძვირებული, რაც რიგი გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული.
პირველ რიგში, ენერგორესურსების გაძვირება ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, 2023 წლის იანვრიდან საერთაშორისო ტურისტებისა და მოგზაურებისთვის გაუქმდება კარანტინის მოთხოვნის ვალდებულება.
კოვიდრეგულაციების შემსუბუქება იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთის მთავრობა ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გადახედვას გეგმავს, რაც, საბოლოო ჯამში, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენას და, შესაბამისად, საწვავზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.
მეორე ძირითადი ფაქტორი კრემლის განცხადებას უკავშირდება, კერძოდ, რუსეთი საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების შეზღუდვით იმუქრება, უფრო კონკრეტულად, საუბარია წლიური წარმოების 5-7%-ით შემცირებაზე, რასაც საერთაშორისო ბაზრისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარდა მოცემული ფაქტორებისა, OPEC-ის ხელმძღვანელობა ისევ თავს იკავებს საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების გაზრდაზე, უფრო მეტიც, შესაძლოა, რომ ენერგეტიკულმა კავშირმა მომდევნო შეხვედრაზე ნავთობის წარმოება 500,000 ბარელით შეამციროს, რათა ფასები 80-90 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი