ოქროს საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ერთ კვირაში ძვირფასი ლითონის ფასი 1.5%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულებამ 1,812 დოლარს მიაღწია.
აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების 400 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ოქროზე მოთხოვნის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების მკვეთრი მატებითა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდითაა განპირობებული. ზოგადად, ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.
გასულ 24 საათში უნცია ოქროს თითქმის 50 დოლარით გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთანაა დაკავშირებული. ფედერალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ინფლაციის დონე მოსალოდნელზე მეტად, კერძოდ, 7.1%-იან ნიშნულამდე შემცირდა. საქმე ისაა, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ყველაზე აქტიურად სწორედ ინფლაციის სტატისტიკას აკვირდება.
ექსპერტების შეფასებით, CPI-ს შენელება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შენელებას გამოიწვევს და დღეს FED-ს რეფინანსირების განაკვეთის 0.50%-იანი ზრდისკენ უბიძგებს, ნაცვლად 0.75%-ისა. გარდა ამისა, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელება აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ FED-მა გამკაცრების პროცესი რამდენიმე თვით ადრე დაასრულოს.
ზოგადად, ოქროსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აგრესიულ სტრატეგიაზეა გადართული.
აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპს შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. მსოფლიოს მასშტაბით შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა და დასუსტებული ეროვნული ვალუტები ოქროს ინვესტორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი