მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბოიკოტის გამო, Renault მოსკოვში ავტომობილების წარმოებას წყვეტს

623c332b409a2
გიორგი თოლორდავა
24.03.22 12:50
937
მიმდინარე კვირის დასაწყისში ფრანგული ავტომწარმოებლის გადაწყვეტილებას - მოსკოვში წარმოების პროცესის აღდგენის შესახებ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ბოიკოტის შედეგად, გუშინ კომპანია Renault-მა რუსეთში ავტომობილების ქარხნის დახურვის და წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„საერთაშორისო სანქციებით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად კომპანია აუცილებელ ზომებს ახორციელებს“ - ნათქვამია Renault-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში საწარმოო პროცესის აღდგენის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ.

„Renault-მა და სხვა კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება“ - განაცხადა ზელენსკიმ.

კომპანია Renault 2016 წლიდან რუსული ავტომწარმოებლის Avtovaz-ის წილის 2/3-ს ფლობს და ქვეყნის მასშტაბით 45 000-მდე თანამშრომელს ასაქმეს. 2021 წელს Avtovaz-მა 350 000 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რისი წყალობითაც Renault-მა 186 მილიონი ევროს მოგება მიიღო.

Renault-ის გარდა, რუსეთში ექსპორტს და წარმოებას ზღუდავენ შემდეგი მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიები: Mercedes-Benz, BMW, Toyota, Volkswagen, General Motors, Audi, Jaguar, Land-Rover, Chevrolet, Mitsubishi, Volvo, Buick და Cadillac.

წყარო - Forbes.ge