მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ქართულენოვანი ვერსიები

61a5bd7366ccd
BM.GE
30.11.21 10:00
630
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GeoSTM) საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ყოველწლიურად ახდენს აღნიშნული სტანდარტების რეგისტრაციას საქართველოს სტანდარტად.

რეგისტრირებულ სტანდარტებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპულ სტანდარტებს, რომელთა ნაწილი მიიღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების (AA) ხელშეკრულების “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (AA/DCFTA) ნაწილით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში გამოქვეყნებული ტექნიკური რეგლამენტების მიზნების შესრულებისათვის.

გარდა ზემოაღნიშნულისა სააგენტო პერიოდულად ახდენს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების თარგმნას და ქართულენოვანი ვერსიების მიღებას სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების რეკომენდაციის საფუძველზე.

წინამდებარე კატალოგში მოცემულია საქართველოს სტანდარტები (სსტ) და საქართველოს სტანდარტად მიღებული სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ისო/ISO), საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (იეკ/IEC), სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტისა (სენ/CEN) და ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (სენელეკ/CENELEC) სტანდარტების ქართულენოვანი ვერსიები.

სტანდარტების მოქმედების სფერო ეხება ხარისხის მენეჯმენტს, გარემოს დაცვას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (COVID19 გავრცელების შემცირებისათვის: პირბადეები, ხელთათმანები), სასურსათო პროდუქციას, შრომის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის დაცვას COVID19-ის პანდემიის დროს, გამოცდის მეთოდებს, ტერმინებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

საქართველოს სტანდარტები ხელმისაწვდომია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების ელექტრონულ პლატფორმაზე (sst.geostm.gov.ge). აღნიშნულ პლატფორმაზე დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ან/და შეიძინოს მისთვის საჭირო სტანდარტი. სტანდარტების მოძიება ხდება სტანდარტის ნომრის, სათაურის, კლასიფიკატორის, ტექნიკური რეგლამენტის, ტექნიკური კომიტეტისა და ენის მეშვეობით.

იხილეთ საქართველოს სტანდარტების კატალოგი მოცემულ ლინკზე.

კატალოგი მომზადდა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტის (No. AM/GPK13/2021) ფარგლებში.

(NS)