10.სექტემბერი .2020 11:01

საერთაშორისო გადაზიდვები - MGL Group-ს მაგალითზე

views 394
უკან

ახალ კოვიდ-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულმა ეკონომიკურმა ვარდნამ, ტვირთბრუნვა საგრძნობლად შეამცირა. საინტერესო გარემოებაა, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, ჩინეთის და ბულგარეთის ოფისების ტვირთბრუნვამ იმატა, ხოლო ქართული ოფისის ტვირთბრუნვა დაახლოებით 50%-ით შემცირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ტვირთბრუნვის კლება გვაქვს, სამუშაო ადგილები დავამატეთ და არცერთ ჩვენს ოფისს არ შეუმცირებია თანამშრომლების რაოდენობა. პასიურ ბიზნეს პერიოდს თანამშრომლების კომპეტენციის ასამაღლებლად აქტიურად ვიყენებთ, რაც სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიულ კურსებზე მათი მონაწილეობას გულისხმობს“, - აცხადებს Mgl group –ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლალი ოყუჯავა.

MGL group-ში თვლიან, რომ ყველა კრიზისს, დადებითი მხარეც აქვს, მაგალითად კომპანიამ ჩათვალა რომ ინვესტირების განახლების მხრივ საკმაოდ კარგი პერიოდია და ბულგარულმა ოფისმა, ავტოპარკი კიდევ უფრო გაზარდა და ევრო 6 კლასის მანებით დააკომპლექტა.
Mgl GROUP, როგორც ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანია რეგიონში, აერთიანებს სამი გეოგრაფიულად სტრატეგიული მნიშნელობის ქვეყნების, საქართველოს, ბულგარეთის და ჩინეთის ლოგისტიკურ დერეფანს.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ მოქნილ მომსახურებას, და წარმაოდგენს ტარიფების მომწოდებელ ერთ-ერთ პირველ წყაროს ევროპის მიმართულებიდან საქართველომდე.



(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა