მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამჟამად იაპონიაა, როგორც ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანა. აწ უკვე ათწლეულებია, რაც გლობალურმა ინვესტორებმა ყურადღება იაპონიიდან ჩინეთსა და სამხრეთ კორეაზე გადაიტანეს, თუმცა ბოლო დროს აზიური გიგანტი სცენაზე ბრუნდება, თანაც საკმაოდ ხმაურიანად.
სანამ იაპონური ინდექსების აღმასვლაზე გადავიდოდეთ, სჯობს ქვეყნის მაკროეკონომიკური პროფილი განვიხილოთ. იაპონია მსოფლიოს რიგით მესამე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 5 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ქვეყანას გამოარჩევს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაღალი მაჩვენებელიც, რომელიც თითქმის 35,000 დოლარს შეადგენს.
მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების რეკორდულად ზრდის მიუხედავად, იაპონიაში წლიური ინფლაციის დონე 3.5%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნამდვილად დაბალი მაჩვენებელია. რაც ყველაზე მთავარია, იაპონიას უნიკალური მონეტარული პოლიტიკაც გამოარჩევს, უფრო კონკრეტულად, ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი მინუს 0.1%-ია, რაც მოსახლეობას თანხის ხარჯვისკენ, ბანკებსა და ფონდებს კი - ინვესტირებისკენ უბიძგებს.
ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ იაპონიაში იდეალური საინვესტიციო გარემოა: სასამართლო დამოუკიდებელია, კანონმდებლობა მკაფიოა, საფინანსო სისტემა განვითარებულია, ქვეყანა კი პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად სტაბილურია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გასული 20 წელი იაპონური საფონდო ბირჟებისთვის სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა. იაპონიის პრობლემა ისაა, რომ ის უკვე ზედმეტად განვითარებულია, მისმა კომპანიებმა კი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად უკვე მიაღწიეს მაქსიმუმს, ამიტომაც სამომავლო ზრდის პროგნოზებიც კონსერვატიულია.
იაპონიის საფონდო ბირჟამ მაქსიმუმს 1989 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი ბირჟაზე ფაქტობრივი სტაგნაცია იყო. შედარებისთვის, ამ პერიოდში ამერიკული და ჩინური ინდექსები ფაქტობრივად გაათმაგდა.
ამჟამად ვითარება განსხვავებულია, იაპონური საფონდო ბირჟა აღმასვლას იწყებს, თანაც საკმაოდ მკვეთრს. ძირითადმა საფონდო ინდექსმა უკვე მიაღწია 33-წლიან მაქსიმუმს და ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლომდე ის 1989 წლის რეკორდსაც მოხსნის. 2020 წლის პანდემიურ მინიმუმთან შედარებით, იაპონური ბირჟა თითქმის 60%-ითაა გაზრდილი, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
თითქმის ერთ თვეში გლობალურმა ინვესტორებმა ამომავალი მზის ქვეყანაში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი დააბანდეს და ეს მაჩვენებელი თითქმის ყოველდღიურად მკვეთრად იზრდება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი