01.დეკემბერი .2022 12:13

საერთაშორისო კომპანია ASBC საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საერთაშორისო კომპანია ASBC საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
views 489
უკან

საერთაშორისო კომპანია ASBC საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ASBC არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც IT სექტორში ნერგავს სერვისებსა და პროდუქტებს. კომპანია მუშაობს 3 ბიზნეს მიმართულებით, როგორიცაა კორპორატიული ბიზნესი, საცალო ბიზნესი და ელექტრონული კომერცია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიამ საქართველოში დაიწყო Apple პროდუქტის რეალიზაციის ახალი გამოცდილების შექმნა iSpace | Apple Premium Reseller მაღაზიების დახმარებით.

კომპანიის მიზანია, Apple-თან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილებით მიღებული უნარების საშუალებით, დაეხმაროს კომპანიებს Apple-ის მოწინავე გადაწყვეტების დანერგვაში. შესაბამისად, ASBC-ს ტექნოლოგიებისა და IT გადაწყვეტების ფართო არჩევანი იდეალურად ერგება და აკმაყოფილებს ყველა შესაძლო მოთხოვნას და მომხმარებელს სთავაზობს პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზებს.

„მივესალმებით ASBC-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ASBC IT სექტორში ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაა და ჩვენ კარგად ვიცნობთ მათ ბიზნეს პრაქტიკას და წარმატებულ პროექტებს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ საუკუნის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა და მოხარულნი ვართ, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.


NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა