მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო კომპანია Balanced View აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა

619cf3b7c81ee
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.21 18:44
595
ცნობილი საერთაშორისო კომპანია Balanced View აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა. ინფორმაციას ინფორმაციას აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანიის დამფუძნებელი ჯონ ვილსონი აჭარაში იმყოფება. ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდა, რა დროსაც აჭარის საინვესტიციო პოტენციალის და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს.

„კომპანია აჭარის უძრავ ქონებას და ტურიზმის სფეროს შესაძლებლობებს უკვე სწავლობს, რის შემდეგაც კონკრეტული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

საერთაშორისო კომპანიამ ასევე მაღალმთიანი აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებზე და სპორტული ტურიზმის მიმართულებით პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის: კომპანია Balanced View დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჯონ და სემ ვილსონებმა დააარსეს. კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. დღეისთვის კომპანია აფრიკის კონტინენტზე, გაერთიანებულ სამეფოში, ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში ოპერირებს.