მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო კვლევითმა სააგენტო NielsenIQ-მ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქციის კვლევის შედეგები წარუდგინა (R)

629a060111b3b
BM.GE
03.06.22 17:27
510

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო კვლევითმა სააგენტო NielsenIQ-მ ასოციაციის წევრებისა და პარტნიორებისთვის საქართველოში სიგარეტის კოლოფების კვლევის (EPS - Empty Pack Survey) 2022 წლის შედეგები წარუდგინა. კვლევა მოიცავს საქართველოში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქციასთან დაკავშირებულ 2022 წლის პირველი კვარტლის ძირითად ტენდენციებს. 

აღსანიშნავია, რომ კვლევა განხორციელდა BAT-ის, JTI-ის, Imperial Brands-ისა და PMI-ის დაკვეთით. პრეზენტაციის დროს NielsenIQ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კვლევის მეთოდოლოგიასა და კვლევის იმ ძირითადი შედეგების თაობაზე, რაც საქართველოში წინა წლებთან შედარებით არა ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციის ზრდის ტენდენციას აჩვენებს, როგორც ეს EPS კვლევით გამოიკვეთა.

კვლევის პრეზენტაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოში თამბაქოს პროდუქციის კონტრაბანდის სამომავლო ტენდენციები.