29.სექტემბერი .2020 22:43

საერთაშორისო ლოკაციის მენეჯერების მორიგი ვიზიტი საქართველოში ოქტომბერში იგეგმება – რაში დაგვეხმარებიან ისინი?

views 490
უკან

საერთაშორისო ლოკაციის მენეჯერების მორიგი ვიზიტი საქართველოში ოქტომბერში იგეგმება - ამის შესახებ bm.ge-ს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განუცხადა.

მოგვიანებით კი დაგეგმილია საერთაშორისო სკაუტების ჩამოყვანა სექტორული მიმართულებითაც, მაგალითად ისეთი პროექტის გასაცნობად, როგორიცაა “გადაიღე საქართველოში”, ასევე საქართველოს, როგორც კინოგადაღების ადგილის გაცნობა/პოპულარიზაცია და ა.შ.

სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო ლოკაციის მენეჯერების ერთ ნაკადს უკვე უმასპინძლა. სკაუტებს საქართველოს ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს.

“ეს ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, ახლა მათ “მენიუში” და შეთავაზებებში უკვე შედის საქართველოც. როდესაც პარამეტრები დაემთხვევა და კლიენტი ზუსტად იმას მოითხოვს, რასაც საქართველო სთავაზობს, ისინი საქართველოსაც შესთავაზებენ საინვესტიციო ადგილად. ეს არის ის ხალხი, რომლებიც ყველაზე მსხვილ ინვესტორებს აძლევენ რჩევებს, რომელ ქვეყანაში ჩადონ ინვესტიცია. ეს არის ძალიან დახურული წრე, საუბარია სულ 40 ტოპ წარმატებულ კომპანიაზე.

კიდევ ერთ ტურს ვგეგმავთ, რაზეც მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. ეს ტურები კი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება მაქსიმალურად ყველა ადგილი შევსებული, სადაც საქართველოს წარმოჩენაა შესაძლებელი. მეორე მიზანია, საქართველოს ჩასმა სექტორულ რეიტინგებში.

სკაუტების რეკომენდაცია არის ზუსტად ეს, რომ რაც შეიძლება მეტი კონტაქტი და რეკლამირება მოვახდინოთ ქვეყნის, რადგან მართლა გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს ძალიან ბევრმა უნდა გაიგოს, ქვეყნის ცნობადობაა გასაზრდელი და შემდეგ უკვე სექტორების”,- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა