23.თებერვალი .2021 11:30

საერთაშორისო მედია ნიკა მელიას დაკავების შესახებ წერს

საერთაშორისო მედია ნიკა მელიას დაკავების შესახებ წერს
views 612
უკან

საერთაშორისო მედია დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრის და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შესახებ წერს.

Euronews-ი წერს, რომ საპოლიციო რეიდის დროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. 

Deutche Welle წერს, საერთაშორისო შეფასებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მომხდარი საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად ითვლება; 

France24 წერს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება საქართველოში ისედაც რთული პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას იწვევს. სტატიაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიას დაკავების წინა მცდელობისას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ. 

Reuters-ი წერს, რომ მელიას დაკავების წინა მცდელობა იყო წითელი ხაზი, უკვე ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთვის, რომელიც ამ საკითხის გამო პროტესტის ნიშნად გადადგა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა