19.სექტემბერი .2019 13:25

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა

views 300
უკან

2019 წლის აგვისტოში, საქართველოს 1 358 598 საერთაშორისო მოგზაურთა ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტია. 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში - მათი რაოდენობა აგვისტოში 753 648 შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, 2019 წლის აგვისტოში დაფიქსირებული ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება არსებულ მოლოდინებს, თუმცა გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მოახერხა, მცირე პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება.

რაც შეეხება, მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლების გამომწვევ მიზეზებს, 2019 წლის აგვისტოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 8.5%-ით (207 899 ვიზიტორი), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 17%-ით (148 298 ტურისტი). შედარებისთვის, 2018 წლის აგვისტოში რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილი იყო 23.4%-ით. აღნიშნული ზრდის ტემპის შენარჩუნების პირობებში, 2019 წლის აგვისტოში რუსეთიდან 220 521 ტურისტული ვიზიტი განხორციელდებოდა, თუმცა მხოლოდ 148 298 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც მოსალოდნელზე 72 223 ვიზიტით ნაკლებია.

რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მონაცემებს - 2019 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოში 6 320 516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.2%-ით აღემატება.

დეტალური სტატისტიკა ასეთია:

ევროკავშირის ქვეყნები:
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები (43.7%), გაერთიანებული სამეფო (32.5%), პოლონეთი (31.6%), გერმანია (27.1%), საფრანგეთი (23.1%) და სხვა.

სხვა ქვეყნები, საიდანაც განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა:
უზბეკეთი (87.2%), ყირგიზეთი (63.3%), ყაზახეთი (53.4%), ჩინეთი (34.3%), საუდის არაბეთი (31.5%) და სხვა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი:
აზერბაიჯანი (226,133, ზრდა -12.8%), სომხეთი (191,817; ზრდა 4.5%) და თურქეთი (154,834; ზრდა -6.8%).

შემოსავლები ტურიზმიდან:
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.8 მლრდ. აშშ დოლარს (ზრდა 2.1%), რაც 38 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა 5%), რაც 28 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.9%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა