მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო "Visa Cashless Forum 2020" 30 სექტემბერს გაიმართება

5f6b242833804
BM.GE
23.09.20 14:25
1373
ოთხშაბათს, 2020 წლის 30 სექტემბერს, გაიმართება საერთაშორისო Visa Cashless Forum 2020, სახელწოდებით „ახალი სტანდარტები, ახალი გამოწვევები, უნაღდო ანგარიშსწორების ახალი ფორმატები". Visa გააერთიანებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, უკრაინას, საქართველოს და დსთ-ს ქვეყნებს ერთ ონლაინ პლატფორმაზე, რათა განიხილონ COVID-19-ის შემდგომ არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

Visa Cashless Forum-ის ონლაინ ტრანსლაცია მოხდება აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, ყაზახეთში, სერბეთსა და უკრაინაში.

ფორუმის მომხსენებლებს შორის არიან საერთაშორისო და რეგიონალური ექსპერტები ციფრული ტექნოლოგიების დარგში, ცნობილი ეკონომისტები, ბანკირები, ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექის წარმომადგენლები, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების მფლობელები, მათ შორის: ვირა პლატონოვა, უფროსი ვიცე პრეზიდენტი, დსთ, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონალური მენეჯერი, Visa (უკრაინა); კრისტინა დოროში, Visa-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში; ჩარლზ რობერტსონი, რენესანს კაპიტალის“ გლობალური მთავარი ეკონომისტი (დიდი ბრიტანეთი); მიხეილ ჩერნიშევი, „დოდო პიცას“ მომხმარებელთა მომსახურების ოფიცერი, (დიდი ბრიტანეთი); სვეტლანა ჩირვა, რეგიონალური მენეჯერი უკრაინაში, ბელორუსსა და მოლდოვაში, Visa (უკრაინა); ვლადიმირ ჯორჯევიჩი, რეგიონალური მენეჯერი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (SEE), Visa (სერბეთი); ფრენსის ფუკუიამა, „ოლივიე ნომელინის“ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ); პასკალ ჰიაფილი, აღმასრულებელი დირექტორი, კოტი (საფრანგეთი); ეკატერინა ივანოვა, ადამიანური რესურსების განვითარების (HRD) ყოფილი მენეჯერი, ევროპა, შანელი (დსთ); ინეს როჩა, დირექტორი, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება და განვითარება, EBRD (დიდი ბრიტანეთი); ანდრეი სტეპანენკო, დირექტორთა საბჭოს წევრი, „რაიფეიზენ ბანკ ინტერნეშენალ“ AG (ავსტრია); ნონა სონღულაშვილი, დამფუძნებელი, თამაშობანა (საქართველო); ვლად იაცენკო, თანადამფუძნებელი, „რევოლუტი“ (დიდი ბრიტანეთი); დიმიტრი ერემეევი, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, „რიჩმონტ“ SA (დსთ) და სხვები.

დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოერგონ ახალ რეალობას და როგორ გადააქციონ პანდემიის გამოწვევები ბიზნესის, საზოგადოების და ქვეყნების შესაძლებლობებად. მონაწილეები ასევე ისაუბრებენ მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებზე, ციფრული გადახდის ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების პირობებში და განიხილავენ მომავლის ინოვაციებს.


„პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო, მათ შორის ბიზნესის განვითარება. მაგალითად, ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესის 83%-მა ზარალი განიცადა იზოლაციით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ხოლო კომპანიების მესამედს გაკოტრება ემუქრება. საზოგადოების შემდგომი ციფრული ტრანსფორმაციის საკითხები, ისევე როგორც ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება, ძალიან აქტუალურია”, - ამბობს ვირა პლატონოვა, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, დსთ, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების (CISSEE) რეგიონალური მენეჯერი, Visa.

”ჩვენ ვაცნობიერებთ რეალობის გამოწვევებს და ვერგებით მათ. ახლა, დროა ერთობლივად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გარდავქმნათ პოსტ Covid-19-ის ეპოქა ახალი შესაძლებლობების და შემდგომი ინტენსიური განვითარების ეპოქად. პირველი Visa Cashless Forum 5 წლის წინ შედგა და მისი არსებობის განმავლობაში, ის აერთიანებს საერთაშორისო ექსპერტებს, მარეგულირებელ სტრუქტურებს, ბანკირებსა და მეწარმეებს პროფესიული დისკუსიების ჩასატარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ გვექნება საინტერესო დისკუსიების სერია, რომლის შედეგად მივიღებთ ახალ იდეებს, კონცეფციებს და გეგმებს ინოვაციების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით“.

Visa Cashless Forum 2020-ის დღის წესრიგი მოიცავს სხვადასხვა ინტერაქტიულ ფორმატებს, მათ შორის ჯგუფურ დისკუსიებს, ინტერვიუებს, დებატებს, პრეზენტაციებს და გამოკითხვებს. ღონისძიების მოდერატორები იქნებიან როგორც მოწვეული ექსპერტები, ასევე Visa-ს ტოპ მენეჯერები სხვადასხვა ქვეყნიდან.

Visa Cashless Forum-ის მედია პარტნიორები არიან: Bm.ge, 1news.az, Tut.by, Kursiv.kz, Telegraf.rs, Liga.net.
ფორუმში მონაწილეობისთვის ონლაინ რეგისტრაცია და დეტალური პროგრამის ნახვა შეგიძლიათ ვიზას ვიზას ვებგვერდზე..



Visa Cashless Forum-ის შესახებ

Visa Cashless Forum არის ყოველწლიური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების ციფრული გადახდისა და ინოვაციების ექსპერტებს, გადახდის სერვისის პროვაიდერებს, ფინანსური ტექნოლოგიების, ვაჭრობის და მარეგულირებელი სფეროს სპეციალისტებს, რათა მათ განიხილონ ახალი ტენდენციები, გამოწვევები და ამსფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებები.