27.დეკემბერი .2019 11:00

"საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ბათუმი არის ადგილი, სადაც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია"

views 185
უკან

ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 2019 წელი შეაჯამა.

„2019 წელს ჩვენ შევძელით, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოგვენიშნა ბათუმი და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აღიარება. რეიტინგები, წამყვანი მედია საშუალებები აღიარებენ, რომ ბათუმი არის ადგილი სადაც უნდა წავიდეს ადამიანი, სადაც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია. მთავარია, რომ ჩვენ, როგორც მასპინძლებმა შევძლოთ ხარისხობრივი მაჩვენებლებით ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რათა ეს დინამიკა არცერთი წუთით არ გაჩერდეს.

ტურიზმი არის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი და მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ყველა მინიციპალიტეტში მიმდინარეობს ტურისტული მარშრუტების მარკირება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, სერვისის გაუმჯობესება. ეს არის დეტალები და ამ დეტალებშია ის, რაც ქმნის საერთო კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის.

წელს პირველად ჩვენ შევძელით და აჭარას აქვს 2020-2025წლების ტურიზმის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი. წელს პირველად გვქონოდა ჩარტერული რეისები ევროპის წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებიდან“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

აჭარაში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ „ადმირალი“, საუკეთესო ჰოსტელად „ბექთუმი“, ხოლო საუკეთესო რესტორნად „რეტრო“ დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ატრაქციისა კი ბათუმის დელფინარიუმმა მიიღო. ჯამში, ღონისძიებაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშით გაიხსნა.
ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.