მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ჯეფ ბეზოსი ათწლეულის TOP-ბიზნესმენად დაასახელეს - CNBC

5df7537fa3742
ნათია თაქთაქიშვილი
16.12.19 14:05
1478
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელების უმრავლესობამ Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი ათწლეულის ტოპ ბიზნესმენად დაასახელა. აღნიშნული გამოკითხვა CNBC-იმ ჩაატარა.

შესაბამისად, მეორე ადგილზე გავიდა ჯეკ მა, უმსხვილესი ჩინური ინტერნეტ-კომერციული პლატფორმის Alibaba-ს დამფუძნებელი, ხოლო მესამეზე - ელონ მასკი, Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელების მიერ დასახელებულ რიგებში ასევე მოხვდნენ სატია ნადელა, ტიმ კუკი, უორენ ბაფეტი და ჯემ დიმონი.

ბეზოსმა ამაზონი 90-იან წლებში დაარსა როგორც ონლაინ წიგნის მაღაზია. აღნიშნული პლატფორმა დღეს მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ ბაზარია, რომელიც შემოსავლებით ამერიკის უდიდეს საცალო სავაჭრო ქსელ Walmart-საც კი აჭარბებს. 2018 წელს მისმა გაყიდვებმა თითქმის 233 მილიარდი დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ Forbes-ის და Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ბეზოსის ქონება 109 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.