მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბულგარელი უხელმძღვანელებს

5d8c7f84b0d7a
მიხეილ ხაჩიძე
26.09.19 13:34
1198

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) ახალი შეფი შეარჩია. როგორც მოსალოდნელი იყო, კრისტინ ლაგარდის შემცვლელად, აღმასრულებელმა კომიტეტმა, ბულგარელი ეკონომისტი კრისტალინა გეორგიავა დანიშნა.


ევროკავშირის ქვეყნებმა გეორგიევა სსფ-ს ხელმძღვანელის კანდიდატად 2019 წლის აგვისტოში წარადგინეს. მან ჰოლანდიელი იეროენა დეისელბლოემა ხმის მიცემის პროცესში ორი რაუნდის შემდეგ დაამარცხა.



აღსანიშნავია, იმისათვის, რომ 65 წლის გეორგიევას აღნიშნული პოსტის დაკავება შეძლებოდა, სავალუტო ფონდმა შიდა წესდებაში, ასაკობრივი ზღვარი შეცვალა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი შეფის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის ივლისში ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაშინდელი პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი წარადგინეს, 63 წლის ლაგარდმა კი ახალი პოსტის დაკავებამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.