მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმის შემუშავებაში ჩაერთვებიან

603e68c7d771c
BM.GE
02.03.21 20:41
602
ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება.

პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო სპეციალისტები და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები. გეგმა ტურიზმის სტრატეგიის ადაპტირების, არსებული გამოწვევების დაძლევის და ინდუსტრიის ეფექტიანი აღდგენის მიმართულებით შემუშავდება.