საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმრო “Legend Tskaltubo Spa Resort”-ის დამფუძნებელმა ანდრო ჯიშკარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სასტუმროში უსაფრთოების ზომებზე მორგების ბოლო სამუშაობის მიმდინარეობს და ისინი დამსვენებლების მიღებას ივნისის ბოლოს-ივლისის დასაწყისში გეგმავენ.
„სრულად მოვიყვანეთ რეგულაციებთან თანხვედრაში სასტუმრო ინფრასტრუქურა, სულ რამდენიმე შტრიხია დარჩენილი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს არ შეგვქმნია დაბრკოლება იგივე აუზის გარშემო შეზლონგები განთავსებაში იმის მიხედვით, რა მოთხოვნებიც არის. ყველა დანარჩენი მიმართულებით სასტუმროში დამატებითი უსაფრთხოები სისტემების ინტეგრაცია მოვახდინეთ. შესაბამისად ჩვენ ივნისის ბოლოს, ივლისის პირველი რიცხვებიდან საქართველოს ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალურ შეთავაზებით შევალთ.
ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ შიდა ბაზრის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი რეკრეაციული ტერიტორია გვაქვს. ერთ ჩვენს დამსვენებელზე 575 კვმ ფართობი ტერიტორია მოდის“, - აცხადებს სასტუმროს დირექტორი.
ანდრო ჯიშკარიანი ამბობს, რომ საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით აქტივობა ჯერ დაწყებული არ აქვთ, რადგან აქ ძალიან ბევრი გაურკვევლობა არსებობს, ამიტომ სასტუმროს მფლობელი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში მათთვის ადგილობრივი ბაზრის ათვისება უფრო მისაღები იქნება.
„საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდი მოლოდინები არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში მაინც საკმაოდ რთული სიტუაციაა და ყველა თავს შეიკავებს მოგზაურობისგან.
მაგალითად, ევროპის ბაზრისთვის რეგულაციები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, ამიტომ ამ ბაზარზე აქტიურობა არ დაგვიწყია; ისრაელის ბაზარზე მიუხედვად იმისა, რომ უსაფრთხოების კორიდორი იქმნება, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, იმიტომ, რომ საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების სეგმენტი იყო საშუალო წლოვანებას პლიუს, ანუ 50+, შესაბამისად იქაც რეგულაციებს ველოდებით, რამდენად დააფინანსებენ სადაზღვევო კომპანიები კოვიდის შემთხვევაში დამსვენებლებს. ყოველივე ამისგან გამომდინარე ჯერ გლობალური აქტივობა არ დაგვიწყია. გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ანუ პულსზე ხელი სულ გვიდევს, თუმცა ზუსტად როდის რა იქნება ჯერ არ ვიცით.
თან ეს შიდა ტურიზმთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტშიც შეიძლება მოვიდეს და შესაძლოა ლოკალურ ბაზარზს შიშიც ჰქონდეს უცხოური ტურისტის მიმართ. ამიტომ ვაკეთებთ აქცენს ადგილობრივ ტურიზმზე, იმიტომ, რომ ვთვლით საერთაშორისო ტურიზმი მასიური არ იქნება“, - განმარტა ანდრო ჯიშკარინმა.
BM.GE-ს კითხვაზე აქვს თუ ადგილობრივ ბაზარს სრულად აითვისოს მიწოდება, რომელიც ამ პერიოდში სექტორში იქნება, სასტუმროს დირექტორი ასე პასუხობს: „რთული კითხვაა. ჩვენ ვატარებთ შიდა კვლევებს, სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად ინფორმაციას ვცლით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ივნის-ივლისში შიდა ფასები წამოსულია საკმაოდ ქვემოთ.
რა დატვირთვა გვექნება ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით, თუმცა 2 ფაქტორია გასათვალისწინებელი: ერთი ის, რომ საზღვარგარეთ ადამიანები ისე მასიურად ვეღარ იმოგზაურებენ და აქედან გამომდინარე ის სეგმენტი დაემატება შიდა ტურიზმის სეგმენტს, მეორე მხარეს კი არის ის, რომ ადამიანების მსყიდველუნარიანობამ საქართველოში ძალიან იკლო, შესაბამისად ეს ნეგატიურად აისახება საერთო სურათზე. შესაბამისად დატვირთულობის მაჩვენელი პოსტფაქტუმ უნდა განვსაზღვროთ“, - უთხრა BM.GE-ს ანდრო ჯიშკარიანმა და დასძინა, რომ საქართველოს შემოდგომისთვის, ან 2021 წლისთვის საერთაშორისო ბაზრებზე კარგი სტარტის აღების საშუალება ექნება და აღნიშნა, რომ რეგულაციების შემუშავებაში სამთავრობო სტრუქტურებმა სრულად გაითვალისწინეს ბიზნესის ხმა და სპეციფიკიდან გამომდინარე მიცემული რჩევები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი