მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ი ორ ახალ ფილიალს ხსნის

5ef9840b10e7f
თელარა გელანტია
29.06.20 10:00
3310
Terminal Towers-ი ყველაზე დიდი ფილიალი იქნება, სადაც 325 პერსონალური ადგილი, 4-20 ადამიანამდე გათვლილი ინდივიდუალური ოფისები, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები განთავსდება.

"მთლიანობაში Terminal Towers - ის ფილიალი 500-მდე წევრის მიიღებას და მომსახურებას შეძლებს, რაც მოცულობით რეგიონში უპრეცენდენტოა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სივრცე კომფორტული იქნება ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ფრილანსერისთვის, სტარტაპებისთვის თუ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. მათთვის ერთ სივრცეში იქნება ყველა ის პირობა, რაც პროდუქტიული მუშაობისთვის არის საჭირო“, - აცხადებს Terminal- ის მარკეტინგის მენეჯერი თამარ ჯინჭარაძე.

მარჯანიშვილის ფილიალი ვარდების ბაღის რეკრიაციულ ზონაში მდებარეობს, რაც უფრო მყუდროს და მიმზიდველს ხდის სამუშაო პროცესს.

კონცეფცია, სერვისი და ფასები ახალ ფილიალებშიც იგივე რჩება, საკონფერენციო ოთახებით, კაფეთი და მოსასვენებელი ზონებით სარგებლობა წევრებს ახალ სივრცეებშიც შეეძლებათ.

"ივლისიდან თბილისში უკვე 5 ფილიალით იფუნქციონირებს, რაც საშუალებას მოგვცემს ადგილმდებარეობისა თუ ფილიალების მოცულობის მიხედვით სხვადასხვა გემოვნებისა და მოთხოვნილებების კომპანიებს მათთვის სასურველი მომსახურება შევთავაზოთ“, - აცხადებს თამარ ჯინჭარაძე.

მისი თქმით, Terminal-ის მთავარი ხიბლი ორ რამეშია - სერვისი და გარემო. კომპანიები, სრულად გათავისუფლებულები არიან კომუნალური თუ სხვა საოფისე რუტინისაგან და კომუნა, სადაც ახალი ურთიერთობები მათი საქმიანობისთვის საინტერესო და სასარგებლოც კი ხდება. ამიტომაც, თანამედროვე კომპანიები უპირატესობას საერთო სამუშაო სივრცეს ანიჭებენ, რის გამოც ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა, - აცხადებს Terminal -ის მარკეტინგის მეჯერი.

Terminal-ის წევრებს ნებისმიერ ფილიალში საშუალება აქვთ ისარგებლონ შეხვედრების ოთახებით, გამოიყენონ იურიდიული მისამართი, ემსახურებათ 24 საათიანი მიმღები, დალაგების სერვისი, აქვთ წვდომა ნებისმიერ ფილიალთან და რაც მთავარია, გარკვეული პირობებით კორპორატიული დაზღვევის შესაძლებლობაც.
NS