მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთო სამუშაო სივრცეების ქსელმა "Terminal" – ი კორონავისრუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა

5e7b33055e981
BM.GE
25.03.20 14:30
3751
საერთო სამუშაო სივრცეების ქსელმა ,,Terminal” – ი და მისმა მფლობელმა კომპანიამ ,,თუშიქონსეპტი“ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღო ფინანსური დახმარება გაეწია სახელმწიფოსთვის და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო ფონდში ჯამში 30 000 ლარი გადარიცხა.

,,მსოფლიოში შექმნილი ურთულესი ეპიდემიოლოგიური პანდემიის ფონზე, რომელსაც თან ერთვის ეკონომიკური კრიზისი, წარმოუდგენელია ამ პრობლემის დამარცხება მსოფლიოს თითოეული მოქალაქისა თუ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც დგას იმხელა გამოწვევის წინაშე, როცა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამთავრობო რესურსების გამოყენებით რთული იქნება ბრძოლა პანდემიის შესაჩერებლად და საბოლოოდ დასამარცხებლად.

მიუხედევად იმისა, რომ ,,Terminal” - ი ახალბედა კომპანიაა, რომელსაც პირდაპირ შეეხო ვირუსით გამოწვეული კრიზისი, ვიზიარებთ ჩვენს წილ სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და მხარდაჭერას ვუცხადებთ სახელმწიფოს ამ ურთულეს ბრძოლაში. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველაზე მეტად დღეს ჭირდება ბიზნეს სექტორის დახმარება.

გვჯერა, რომ მხოლოდ ერთად დგომით და მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის გაზიარებით შევძლებთ კორონა ვირუსის დამარცხებას და შემდეგ ახალი ეკონომიკის შენებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.